გია ვოლსკი - კონგრესმენთა ერთმა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი შეიტანა, მაგრამ სიცრუეა, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო
გია ვოლსკი - კონგრესმენთა ერთმა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი შეიტანა, მაგრამ სიცრუეა, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო

კონგრესმენთა ერთმა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი შეიტანა, მაგრამ სიცრუე არის ის, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშზე კომენტარისას აღნიშნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.

„სიცრუე არის ისიც, რომ ამას უკვე შემდგარ ფაქტად ასახელებენ. ასეთი პროექტები ადრეც არსებობდა, საუბარი „ოლიგარქიულ მმართველობაზეც“ იყო, უცხოური ბიზნესის შევიწროებაზეც, მაგრამ რეალურად, არც არაფერი დადასტურდა და მით უმეტეს, ასეთი გადაწყვეტილება კონგრესს არ მიუღია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაცილებით უფრო სერიოზულია ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკა კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე გვიწევს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.