გია ვოლსკი - კონგრესმენ მალინის განცხადება უპირისპირდება იმ დამოკიდებულებას, რასაც აშშ გამოხატავს საქართველოსადმი
გია ვოლსკი - კონგრესმენ მალინის განცხადება უპირისპირდება იმ დამოკიდებულებას, რასაც აშშ გამოხატავს საქართველოსადმი

კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაში ის საკითხებია წამოწეული, რომელიც რადიკალურად განსხვავდება და საწინააღმდეგო მხარეს მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით – აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციის. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, კონგრესმენის განცხადება უპირისპირდება იმ დამოკიდებულებას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო გამოხატავს საქართველოსადმი, ხელისუფლებისადმი.

„ისევ „ფრონტერას“ თემაა. კვალვ ის საკითხებია წამოწეული, რომელიც რადიკალურად განსხვავდება და საწინააღმდეგო მხარეს მიდის. ევროპარლამენტარები, რომლებიც არიან ხაზგასმით მხარდამჭერები ოპოზიციის პარტიის, ისინიც კი მოუწოდებენ, ხაზს უსვამენ, რომ დესტრუქცია არის მიუღებელი და არასწორი ნაბიჯები არის გადადგმული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.