გია ვოლსკი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არგუმენტები ამოეწურა, ვერც ექნება, რადგან ფაქტები, რაც ხდებოდა თვალსაჩინოა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული
უსუსურია არგუმენტი, თურმე, სააკაშვილი არაფერს განაგებდა, არც პარტიას ხელმძღვანელობდა და თურმე ყველაფერ ცუდზე, რაც ხდებოდა პასუხისმგებელი იყვნენ აღმასრულებელი და გენერალური მდივნები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არგუმენტები ამოეწურა.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არგუმენტები ამოეწურა და ვერც ექნება, რადგან ფაქტები, რაც ხდებოდა თვალსაჩინოა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადასტურებული. ღია ეთერში გადაიცემა ის, რასაც სჩადიან ის დაჯგუფებები, რომელიც გაერთიანდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. დანაშაული რეალურია და სისტემური იყო. ხოლო, 2012 წლის შემდეგ საბოტაჟი ძალიან აგრესიული ფორმით გაგრძელდა, მათ შორის ამ სისხლიანი დაპირისპირების ორგანიზებების მცდელობით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.