გია ვოლსკი - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აღარ აწყობს სისხლიანი სააკაშვილი, ვინაიდან ისინიც გაიგივებულნი არიან იმ სისხლთან და უბედურებასთან, რომელიც ქვეყანას დააწია
გია ვოლსკი - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აღარ აწყობს სისხლიანი სააკაშვილი, ვინაიდან ისინიც გაიგივებულნი არიან იმ სისხლთან და უბედურებასთან, რომელიც ქვეყანას დააწია

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აღარ აწყობს სისხლიანი სააკაშვილი, ვინაიდან ისინიც გაიგივებულნი არიან იმ სისხლთან და უბედურებასთან, რომელიც ქვეყანას დააწია, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურს, იმ როლიდან გამოვიდეს, რომელიც მას მიუჩინეს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე, სრულიად არაადეკვატური პიროვნება, აცხადებს, რომ პარტიას უნდა ჩაუდგეს სათავეში და მისი მოადგილე იყოს სოფო ჯაფარიძე, რომელმაც საქართველოს მოხუცებს კბილები დააცალა. რეალურად, სააკაშვილს უნდა, იმ როლიდან გამოვიდეს, რომელიც მას მიუჩინეს, როგორც ავადმყოფს, მომაკვდავ ადამიანს, დემოკრატიის შუქურას, რომელსაც მთელი მსოფლიოს წარმომადგენლობა თავის დროზე გვერდში დაუდგა. ახლა იგი ხედავს, რომ თამაშის მიღმა, ბორტს მიღმა დარჩა და, რასაკვირველია, პოზიციების დაბრუნებაზე ფიქრობს. პოლიტიკურ ლიდერობაზე ფიქრობს, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აღარ აწყობს სისხლიანი სააკაშვილი, ვინაიდან ისინიც გაიგივებულნი არიან ამ სისხლთან და უბედურებასთან, რომელიც მან ქვეყანას დააწია. რეალურად, ყველანი არიან პირდაპირ ჩართულები იმ დანაშაულებში, რომლებიც სააკაშვილს აქვს ჩადენილი. აღარ უნდათ ეს წარსული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მიმართვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი უნდა შეიქმნას, ბორდის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ სოფო ჯაფარიძე აირჩიონ.