გია ვოლსკი ხატია დეკანოიძის განცხადებაზე - ესაა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური სახე, როცა შენს ქვეყანას გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმად განიხილავ, სამშობლოს განცდა არ გაქვს, თან ამისგან სარგებელიც გრჩება
გია ვოლსკი ხატია დეკანოიძის განცხადებაზე - ესაა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური სახე, როცა შენს ქვეყანას გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმად განიხილავ, სამშობლოს განცდა არ გაქვს, თან ამისგან სარგებელიც გრჩება

ესაა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური სახე – როდესაც შენს ქვეყანას განიხილავ, როგორც გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმს, სამშობლოს განცდა არ გაქვს, თან ამისგან სარგებელიც გრჩება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

გია ვოლსკი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც: „ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ძალიან დიდი საშიშროება უკრაინის გამარჯვებისთვის, მათ შორის არა გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, რადგან უსაფრთხოების სარტყელი, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას, შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, ამ სარტყელში საქართველო არის ამოვარდნილი და ეს არის ხელიდან გაშვებული გეოპოლიტიკური უდიდესი შანსი და „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეცდომა“.

გია ვოლსკის თქმით, წარსული ქმედებებიდან გამოდინარე, გასაკვირი არაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნილ ვითარებას რევანშის შესაძლებლობის „ფანჯარად“ განიხილავს.

„დასჭირდათ და არ გამოიყვანეს ხალხი ცხინვალის რეგიონიდან. მერე რა თუ ბევრი სამოქალაქო პირი დაიხოცა, სამაგიეროდ „რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნეს და CNN სულ საქართველოზე ლაპარაკობდაო“ გამოგვიცხადეს. დასჭირდათ და მძღოლებად დაუდგნენ გენერალ ბორისოვს, ჩვენი ბიჭების ცხედრები კი ბრძოლის ველზე მიატოვეს, უკიდეგანოდ გამდიდრდნენ. 2008-2012 წლების პერიოდი ყველაზე კომფორტულ პირობებში გაატარეს, კონსტიტუციაც მოირგეს, არჩევნებში დამარცხებას არ ელოდნენ! რა გასაკვირია, რომ შექმნილ ვითარებას რევანშის შესაძლებლობის „ფანჯარად“ განიხილავენ“, – წერს გია ვოლსკი.