გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად

საქმე როცა ეხება კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და პოლიტიკური, დიპლომატიური ეთიკის სერიოზული დარღვევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომლითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.

„უამრავი მტკიცებულებაა წარდგენილი და ყველამ ყველაფერი იცის. აქ არსებობს უკრაინის ფაქტორი, რომელსაც ბუნდესტაგი ვერცერთი განზომილებით ვერ დაუპირისპირდება და ალბათ ამ შემთხვევაში ამ საკითხებთან მიმართებით მსჯელობა კიდეც ჰქონდათ. მაგრამ როდესაც საქმე ეხება კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და ელემენტარული პოლიტიკური დიპლომატიური ეთიკის სერიოზული დარღვევა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ სხდომაზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.