გია ვოლსკი - ჯოჯოხეთის თემის ხშირად ხსენებამ ცუდ მომენტამდე მიგვიყვანა
გია ვოლსკი - ჯოჯოხეთის თემის ხშირად ხსენებამ ცუდ მომენტამდე მიგვიყვანა

აქცია-პიკეტირება ნორმალური გამოვლინებაა. შეიძლება, მე არ მომწონდეს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ პროტესტი ასე უნდა გამოხატოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი შეფასებით, ამაში არაფერია არანორმალური.

„თუ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ხელს უშლის, კანონს სცილდება და ეს მუხლები კარგად იციან, ვფიქრობ, ასეთ ბოროტ დარღვევაზე არ წავლენ. ჯოჯოხეთის მომწყობი მხოლოდ ეშმაკისეული ვიცი. ჯოჯოხეთის თემის ასე ხშირად ხსენებამ ცუდ მომენტამდე მიგვიყვანა, როდესაც საერთოდ დავკარგეთ ყველანაირი შეხება ოპოზიციასთან. ჯოჯოხეთის მოწყობა არ არის ახალი. ეს დიდი ხნის გამონათქვამია, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკურ ეშმაკისეულებს შეიძლება, ახასიათებდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიცია დღეს პარლამენტთან აქციას, ხვალ კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს.