გია ვოლსკი - ირმა ნადირაშვილმა თავის განცხადებებს ისიც დაუმატა, რომ რაღაც ქიმიური ნივთიერება დაგვისხა სხდომათა დარბაზში
გია ვოლსკი - ირმა ნადირაშვილმა თავის განცხადებებს ისიც დაუმატა, რომ რაღაც ქიმიური ნივთიერება დაგვისხა სხდომათა დარბაზში

ირმა ნადირაშვილმა ხალხს თავი ასეთი განცხადებებით დაამახსოვრა და კიდევ ის დაუმატა, რომ რაღაც ქიმიური ნივთიერება დაგვისხა სხდომათა დარბაზში, რამაც სერიოზული პრობლემები გამოიწვია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო უწყებებში „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმების თაობაზე.

გია ვოლსკის თქმით, მოთხოვნა, რომ ადამიანები სამსახურიდან დათხოვილი იყვნენ და უმუშევრებს გარკვეული რაოდენობა დაემატოს, არაადეკვატურია.

„ირმა ნადირაშვილი საუბრობს, თითქოს ბევრია სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანი. მან კარგად იცის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან შედარებით, სახელმწიფო აპარატზე გაწეული ხარჯები ჩვენს სახელმწიფოს მინიმალურ დონეზე აქვს. ეს ხარჯები ევროპულ სახელმწიფოებში 7-8 პროცენტამდე ადის, ჩვენთან კი არის 4-4,5 პროცენტი. ასეთი მაჩვენებელი მსოფლიოში ერთი-ორ ქვეყანას აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.