„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო წლებში საჯარო მოხელეების რიცხვს საკუთარი აქტივისტების ხარჯზე ზრდის
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო წლებში საჯარო მოხელეების რიცხვს საკუთარი აქტივისტების ხარჯზე ზრდის

„ევროპული საქართველოს“ წევრების, ირმა ნადირაშვილისა და ბესო დონაძის თქმით, წინაასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მიერ ა.ა.ი.პ-ებსა და შ.პ.ს-ებში დასაქმებულთა რიცხვს საკუთარი აქტივისტებისა და ოჯახის წევრების ხარჯზე ზრდის. როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, საჯარო მოხელეთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს.

„წარმოგიდგინეთ ჩვენს მონაცემებს, რომელიც დაამუშავა „ევროპულმა საქართველომ“ გაგზავნილი წერილების და შეკითხვების საფუძველზე. გაირკვა, რომ საჯარო მოხელეების რიცხვი გაზრდილია თითქმის ორჯერ, იმ საანგარიშო წლებში, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეების რიცხვი იზრდებოდა საარჩევნო წლებში, რაც მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად, საარჩევნო წლებში ზრდის საჯარო მოხელეების რიცხვს და ზრდის საკუთარი აქტივისტების, ოჯახის წევრების ხარჯზე, რადგან შემდეგ ეს ადამიანები გამოიყენოს არჩევნებში“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პარტიაში აცხადებენ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მონაცემები საქართველოს 20 რეგიონში გამოითხოვა.

დატოვე კომენტარი