გია ვოლსკი - ირმა ინაშვილი ისევე უპირისპირდება საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც სააკაშვილის, ბოკერიას თუ სხვა სუბიექტების გაერთიანება
გია ვოლსკი - ირმა ინაშვილი ისევე უპირისპირდება საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც სააკაშვილის, ბოკერიას თუ სხვა სუბიექტების გაერთიანება

მიზეზი იმისა, რის გამოც ირმა ინაშვილი უპირისპირდება კონსტრუქციული მოლაპარაკებების განვითარების შესაძლებლობას, არის სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ისევე უპირისპირდება საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას როგორც სააკაშვილის, ბოკერიას თუ სხვა სუბიექტების გაერთიანება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ირმა ინაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „შვიდი პარტიის წინადადებების პაკეტში ორი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, ერთს კი აღიქვამენ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას“.

„მე ვერ განვასხვავებ ამ შემთხვევაში. იგი ჯდება ამ ოპონენტებთან ერთად. მოსწონს თუ არ მოსწონს სააკაშვილი და ბოკერია , მაგრამ ფაქტია, რომ ინტენსიურად და მთელი რესურსით, მთელი მობილიზებით ასხამს წყალს ამ პოლიტიკური სუბიექტების წისქვილს. რა საკვირველია, უპირისპირდება ისიც დასავლურ ინტერესებს და ეს მისი გამოხატულება, მისი პარტიული პოზიციის გამოხატულებაა, რაც მუდმივად არსებობდა. ანუ, მიზეზი იმისა, რის გამოც იგი უპირისპირდება კონსტრუქციული მოლაპარაკებების განვითარების შესაძლებლობას, არის სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ იმავე შედეგამდე მივდივართ, ის ისევე უპირისპირდება საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც სააკაშვილის, ბოკერიას თუ სხვა სუბიექტების გაერთიანება, ესოდენ მნიშვნელოვან, ესოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე წინაპირობას. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერ გავექცევით. რატომ ჰგონია, რომ უფრო მეტი პროცენტი უნდა აეღო არჩევნების დროს, ეს არის მეორე საკითხი და როგორ აფასებს არჩევნების შედეგებს, განსხვავებით ვთქვათ ევროკავშირისგან, ეს არის კიდევ სხვა საკითხი. ეს თემა მგონი განხილვის საგანიც არ უნდა იყოს. ვხედავთ, რასაც აკეთებს და თვითონ რაც არ უნდა განაცხადოს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რა შედეგისკენ მივყავართ ამას ყველაფერს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი