გია ვოლსკი - ირაკლი ოქრუაშვილს ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა, დანარჩენში ყველაფერში მონაწილეობდა
გია ვოლსკი - ირაკლი ოქრუაშვილს ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა, დანარჩენში ყველაფერში მონაწილეობდა

ირაკლი ოქრუაშვილს, მე მგონი, ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა თავის ჩვენებების მიხედვით, დანარჩენში ყველაფერში მონაწილეობა აქ მიღებული, მათ შორის „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ოქრუაშვილის განცხადებებით გამოძიება უფრო ინტენსიურად უნდა დაინტერესდეს.

„ერთი კითხვა არ გაგჩენიათ საიდან ატრიალებდა ათეულობით მილიონებს, საიდან ცხოვრობს კომფორტში და მოგზაურობს ეს ადამიანი საერთაშორისო ავიახაზებით,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცრუ ჩვეება მისცა იმისთვის, რომ ქალაქის მერი გამხდარიყო, განაცხადა, რომ ათეულობით მილიონ დოლარს ფლობდა მაშინ, როცა სახელმწიფო მოხელე იყო და ქიბარ ხალვაშს მისცა ფული, რათა “რუსთავი2” ეყიდა და თვითონ იყო კულისებს მიღმა. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადებებია და არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ ირონიით უნდა მივუდგეთ, რაც საზოგადოებაში ამ განცხადებებმა დაიმკვიდრა. სამართლებრივი ნაწილი მას გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ასეთი თვითაღიარება და ლუსტრაციის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ მოიპოვება”, – აცხადებს ვოლსკი.