გია ვოლსკი - ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დატოვა დარბაზი
გია ვოლსკი - ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დატოვა დარბაზი

აქცია-პერფორმანსი იყო, რომ რაღაცით ყურადღება მიიქციონ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

​როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დღეს ხდება ლუსტრაცია.

​აქცია-პერფორმანსი ჩაატარეს და შემოვიდნენ, სუნი დააყენეს. არ ვიცი მათგან მოდიოდა თუ მათი ნივთიერებისგან. მშვიდად ვართ, ჰაერი გაიწმინდა მას შემდეგ, რაც ირმა ნადირაშვილმა დატოვა დარბაზი.

აქცია-პერფორმანსი იყო, რომ რაღაცით ყურადღება მიიქციონ და სამარცხვინოა ეს ყველაფერი, სერიოზულადაც მსჯელობა არ შეიძლება, მაგრამ ერთი არის, რომ ლუსტრაცია ხდება ძალიან ინტენსიური. ნახეთ, როდის დაიწყო „ნაცმოძრაობამ“ შეტევა სასამართლოზე, როცა კუბლაშვილი წავიდა და ვერ ააყირავეს სასამართლო, შემდეგ, როცა სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები მიიღო მათთვის მოულოდნელად, სხვათა შორის გარკვეულ პირებზე, მათ შორის სააკაშვილზე და ასე შემდეგ. აი, ამის შემდეგ, როცა დაინახეს, რომ სასამართლო არ ემორჩილება იმ რევოლუციურ მითითებებს, ამის შემდეგ დაიწყო და ინტენსიური გახდა შეტევები სასამართლოზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.  პარლამენტში ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.