გია ვოლსკი - გვარამია არათუ შორს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულიდან, არამედ ზუსტად იქიდან მოდის, ცალკე პლატფორმაზე დადგება თუ პარტიას შექმნის, ვერ დასცილდება იმას, რასაც წარსულში აკეთებდა
გია ვოლსკი - გვარამია არათუ შორს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულიდან, არამედ ზუსტად იქიდან მოდის, ცალკე პლატფორმაზე დადგება თუ პარტიას შექმნის, ვერ დასცილდება იმას, რასაც წარსულში აკეთებდა

გადაჯგუფებით ცდილობენ, გაემიჯნონ „ნაცმოძრაობას“, მის სისხლიან წარსულს, მაგრამ თითოეული მათგანი იმ პროცესებში უშუალოდ თუ არ მონაწილეობდა, შემადგენელი ნაწილი იყო ცუდი პერიოდის, როცა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა სისტემური იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია ახალი პარტიის შექმნას აპირებენ.

ვოლსკის თქმით, ნიკა გვარამია არათუ შორს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულიდან, არამედ ზუსტად იქიდან მოდის.

„ეს არის დაჯგუფება, რომელიც ერთად და ცალ-ცალკე „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს წარსულით, აწმყოთი და მომავალშიც მათი არც ფერი შეიცვლება და არც ზნე. თუ გადაადგილდებიან, ცნობილი იგავ-არაკის არ იყოს, მათი მუსიკა და ხელოვნების ნიჭი არ შეიცვლება, მათ არაფერი მოემატებათ. საზოგადოების თვალში აშკარად დადასტურდება, რომ ამ გადაჯგუფებით ცდილობენ, ჩამოსცილდნენ და გაემიჯნონ „ნაცმოძრაობას“, მის სისხლიან წარსულს, მაგრამ თითოეული მათგანი თუ იმ პროცესებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, შემადგენელი ნაწილი იყვნენ ცუდი პერიოდის, როცა სისტემური იყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ნიკა გვარამია არათუ შორს არის ამ წარსულიდან, არამედ ზუსტად იქიდან მოდის. დადგება ცალკე პლატფორმაზე, შექმნის თუ არა პარტიას და დასცილდება თუ არა სააკაშვილს, რაც რეალობას არ წარმოადგენს, ვერანაირად დასცილდება იმას, რასაც წარსულსა და აწმყოში აკეთებდა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.