გია ვოლსკი - გუშინ რა ვიდეოც ვიხილე, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა, ადამიანი ცუდ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება, რაღაც გეგმებს ალაგებს და თავი მართლა ჯორჯ ვაშინგტონი ჰგონია
გია ვოლსკი - გუშინ რა ვიდეოც ვიხილე, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა, ადამიანი ცუდ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება, რაღაც გეგმებს ალაგებს და თავი მართლა ჯორჯ ვაშინგტონი ჰგონია

გუშინ რა ვიდეოც ვიხილე, ძალიან ცუდი და მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა, ადამიანი ცუდ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება, რაღაც გეგმებს ალაგებს და თავი მართლა ჯორჯ ვაშინგტონი ჰგონია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს.

„მეორეს მხრივ კი, დავინახე შეიძლება გულუბრყვილო, მაგრამ მზაკვრული ჩანაფიქრი, რომ ვითომ ვიღაცამ გაიტაცა, წამოეწია ეს თემა, შეექმნა პანიკა და სკანდალი, თუ გეგმა A ან B არ იმუშავებდა.

ფაქტია, რომ ადამიანი რაღაც გეგმებს ალაგებდა და არც ერთი გეგმა არ უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში რაღაც დემოკრატიული პროცესები განვითარებულიყო და ამას თავად ჩადგომოდა სათავეში.

რა საკვირველია, ამოცანა არის დესტრუქცია და დესტაბილიზაცია, რისი გამოხატულებაც იყო ჩანაწერი, რაც ჩვენ ვიხილეთ. საღეჭი რეზინა, ცოტა უცნაური გამომეტყველება და რაღაც გატაცებაზე საუბარი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ადამიანს რაიმე სიკეთე აქვს ჩაფიქრებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.