გია ვოლსკი - გუბაზ სანიკიძეს ერთი გზა დარჩენია, სკანდალური განცხადება გააკეთოს, რათა როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ ველს
გია ვოლსკი - გუბაზ სანიკიძეს ერთი გზა დარჩენია, სკანდალური განცხადება გააკეთოს, რათა როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ ველს

გუბაზ სანიკიძეს მხოლოდ ერთი გზა დარჩენია, რომ სკანდალური განცხადება გააკეთოს, რათა როგორმე პოლიტიკურ ცხოვრებასა და პოლიტიკურ ველს დაუბრუნდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ყოფილი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, რომ სანიკიძე ინტელექტუალურ რესურსს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ თავი რადიკალური განცხადებებით წარმოაჩინოს.

გუბაზ სანიკიძემ გუშინ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება წინასაარჩევნო გარემოს არ შეცვლის და არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება, საქართველო რევოლუციას მიიღებს.