გია ვოლსკი - გრიგორი კარასინის განცხადება მორიგი დასტურია, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ ერთი სერიოზული გარანტია
გია ვოლსკი - გრიგორი კარასინის განცხადება მორიგი დასტურია, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ ერთი სერიოზული გარანტია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ ერთი სერიოზული გარანტია და მექანიზმია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის უსაფრთხოებაში.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო რომელიმე ქვეყნის, არამეგობარი, არაპარტნიორი ქვეყნების გავლენის ქვეშ მოექცევა. ჩვენ ძლიერი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები გვყავს და ეს რესურსი მაქსიმალურად და ჭკვიანურად უნდა იყოს გამოყენებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა  აღნიშნა, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, „აშშ-ის ტონი არ გვაწყობს“.