გია ვოლსკი - გრიგოლ ვაშაძე არის იმ ადამიანთა ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვეს
გია ვოლსკი - გრიგოლ ვაშაძე არის იმ ადამიანთა ჯგუფიდან, რომლებმაც თავისი მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იმ ადამიანთა ჯგუფიდან არის, რომელთაც თავისი მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვეს და რომ არა პატრიარქი, ბრძოლის ველიდან ჩვენი დახოცილი გმირების გამოყვანის საშუალება არ იქნებოდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

გია ვოლსკი გრიგოლ ვაშაძის მიერ მედიის საშუალებით გაკეთებულ იმ განცხადებასაც იხსენებს, სადაც მან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვების საკითხზე ისაუბრა.

„გრიგოლ ვაშაძის მედიით გაკეთებული განცხადება მთელმა საზოგადოებამ იხილა, სადაც მან აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ მიატოვა, რაც საბჭოთა კავშირს მთავარი აგური – შიში გამოეცალა. ომთან დაკავშირებით მისი განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ის ამ პოზიციაზე კენჭისყრასა და პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნას არ აპირებდა, რადგან მას შეიძლება ძალიან მძიმე წარსული გავახსენოთ, მათ შორის, 2008 აგვისტოს წინა პერიოდი, როდესაც მთელი საქართველო და მსოფლიო თავის ოფიციალური პოზიციიდან შეცდომაში შეჰყავდა და ამბობდა, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონი არ აინტერესებს და სახელმწიფომ იმ მძიმე პერიოდში მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა. მისი გამონათქვამია, რომ რუსია, რუსეთის მიმართ პოზიციის შეცვლას არ აპირებს და მას ომთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს, კერძოდ, რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.