გია ვოლსკი - გრანტის გაცემა მარტივია, ელემენტარული მოთხოვნაა შესასრულებელი, რამდენს აძლევ და რისთვის, ამ მოთხოვნაზე უარის თქმა სერიოზულ ეჭვებს ბადებს
გია ვოლსკი - გრანტის გაცემა მარტივია, ელემენტარული მოთხოვნაა შესასრულებელი, რამდენს აძლევ და რისთვის, ამ მოთხოვნაზე უარის თქმა სერიოზულ ეჭვებს ბადებს

გრანტის გაცემა მარტივია, ელემენტარული მოთხოვნაა შესასრულებელი, რამდენს აძლევ და რისთვის. ამ მოთხოვნაზე უარის თქმა სერიოზულ ეჭვებს ბადებს, ხომ არ არის განზრახვა იმის, რომ შავმა ფულმა იმოძრაოს და ხომ არ არის ბოროტი განზრახვა, რომ ისევ საწვავით მოამარაგონ რადიკალური პროცესები, რომლებიც ბოლო პერიოდში მინელდა? – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს განზრახვა თუ არ არის, მაშინ არავითარი პრობლემა არ არსებობს, რომ ნებისმიერი პროექტი დაფინანსდეს.

„რა მოთხოვნაც არის, იმ ვითარებიდან გამომდინარეობს, რაც ზოგიერთმა დამფინანსებელმა და დაფინანსების მიმღებმა შექმნეს. ადრე მოლოდინი გვქონდა, რომ ადეკვატურ პასუხს მივიღებდით იმის თაობაზე, კეთილი განზრახვის გარდა, გრანტის გაცემას სხვა მიზანი არ აქვს ან იმ ორგანიზაციებს შენიშვნას მაინც მისცემდნენ, რომელთაც გულუხვად აფინანსებდნენ და შემდეგ ეს ორგანიზაციები ექსტრემიზმის უმაღლესს დონეს აღწევდნენ თავიანთ საქმიანობაში. ვინაიდან არც შენიშვნა ისმის და არც დაფინანსება წყდება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ სწორედაც ექსტრემიზმია მიზანი ამ რადიკალური პროცესების განვითარების. ამაზე კითხვები რომ არ არსებობდეს, გამჭვირვალეობაა საჭირო, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.