გია ვოლსკი - გირაოს თემა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მელიას დილემად ექცა
გია ვოლსკი - გირაოს თემა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მელიას დილემად ექცა

გირაოს თემა დილემად ექცა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მელიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მხარემ გარკვეულწილად უნდა გადადგას ნაბიჯი და გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ.

„ჯერ ამბობდნენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია, ოდესმე ვინმემ გადაიხადოს გირაო და ამაზე მელიას არ ჰქონდეს თანხმობა. ახლა შეცვალეს პოლიტიკა და წარმოუდგენიათ ვითარება ისე, რომ მელიას პოლიტიკური სიდიადის წინაშე ქედმოხრილი პროკურატურა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, აღებს კარებს და მელია, რომელმაც არ იცის რაშია საქმე, არც გირაოს გადახდა უნდა (ამავე დროს, უნდა, მაგრამ ისე, რომ მან არ იცოდეს), გარეთ გამოდის და ამ პოლიტიკური ძლევამოსილების შარავანდედით უერთდება დესტრუქციულ სტრატეგიას. ეს არის სურათი, რომელიც უნდათ, რომ დახატონ.

რეალურად მდგომარეობა სხვაგვარად არის. ყველა მხარემ გარკვეულწილად უნდა გადადგას ნაბიჯი ერთმანეთისკენ. გარკვეული კომპრომისი უნდა დაუდონ. დანაშაული ჩვენ თვალწინ მოხდა. თქვენს სატელევიზიო არქივებსაც რომ გადავხედოთ, ვისაც არ უნახავს, ყველას იგივე აზრი დარჩება. იყო დანაშაული, მათ შორის გირაოს პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. დანაშაულებათა მთელი თაიგულია, რომელსაც უნდა უპასუხონ სერიოზული მიდგომით, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისითაც. ნიკა მელია პარლამენტზე შეტევის ლიდერი იყო. მისი მოქმედებები სპონტანური და გარკვეული ემოციით განპირობებული არ იყო. კონკრეტული მიზანი იყო და ჩემი აზრი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის აზრს ემთხვევაა. ეს გამიზნული და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული იყო. თუმცა ამ თემაზე სასამართლოს ვერდიქტი არ არსებობს და დღეს წაყენებული ბრალდება შეიძლება, შეუცვალოს ხვალ გარკვეული ბრალდებით, თუ ამნისტიის იმ ვერსიას არ მივიღებთ, რომელსაც უმრავლესობა პარლამენტს სთავაზობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი