გია ვოლსკი - გიორგი რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა „ქართულმა ოცნებამ“
გია ვოლსკი - გიორგი რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა „ქართულმა ოცნებამ“

გიორგი რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებს, რომელზეც მსჯელობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიდის, შეჯამება სჭირდება და საზოგადოება მზად არის ამისთვის.

„რამდენი ხანია, მიდის მსჯელობა საარჩევნო სისტემის თაობაზე. რამდენჯერ იყო პოლიტიკოსების „ჯახი“, განხილვები. ამას ყველაფერს შეჯამება სჭირდება და მე არ მეჩვენება, რომ დაგვიანებულია. საზოგადოება მზად არის ამისთვის.

არავის არ უთქვამს, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არიან უდანაშაულოები. თვითონ არ უთქვამთ, ოქრუაშვილს განსაკუთრებით, პირდაპირ აღიარებით ჩვენება მისცა ღია ეთერში. რეალურად არც სასამართლოს გაუმართლებია, მით უმეტეს ჩვენ. მაგათ იცით, რა უნდათ? აი, ჩვენ მოვითხოვეთ, გამოუშვეს და აღიარეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავთ ქვეყანაში, პოლიტპატიმრები, წამება მაგ დროს იყო, გინდა ქუჩაში და გინდა საპყრობილეში. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში გია ვოლსკიმ.​