გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილს შეეძლო, ქვეყნისთვის გაცილებით მეტი გაეკეთებინა 
გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილს შეეძლო, ქვეყნისთვის გაცილებით მეტი გაეკეთებინა 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის წევრების გამოსვლები დამოკიდებულია პრეზიდენტის მოხსენების შინაარსზე.

„პრეზიდენტს გაცილებით უფრო მეტი შეეძლო გაეკეთებინა ქვეყნისთვის. იმ დაპირისპირების ხარისხი, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტსა და სახელისუფლებო სხვა რგოლებს შორის შეიქმნა, განსაკუთრებით დამაზიანებელი ბოლო ეტაპზე იყო. ამის მთავარი მიზეზი გარკვეული შინაგანი პერსონალური დამოკიდებულებაა საკითხებისადმი. სენტიმენტების დრო დღეს არ არის, ვფიქრობ, შეფასებები ობიექტური უნდა იყოს, რათა სახელმწიფომ და ამომრჩეველმა მომავლისთვის გაითვალისწინონ, თუ როგორი პრეზიდენტი გვჭირდება, სად არის სიმართლე და სად არასწორი დამოკიდებულება ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მიმართ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს. პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.

დატოვე კომენტარი