გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა
გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, გიორგი მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

„როდესაც გიორგი მარგველაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, თავიდან საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ თავისი არაადეკვატური საქციელითა და განცხადებებით დროსა და სივრცეში გაიბნა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.