გია ვოლსკი - გავრცელებულ კადრებში არ იყო თმებით თრევა, მუშტი-კრივი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც იმ ციხეებში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი განაგებდა ჩვეულებრივი ამბავი იყო
გია ვოლსკი - გავრცელებულ კადრებში არ იყო თმებით თრევა, მუშტი-კრივი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც იმ ციხეებში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი განაგებდა ჩვეულებრივი ამბავი იყო

სააკაშვილის კადრები აუცილებლად უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებულ კადრებში იქ არ იყო თმებით თრევა, მუშტი-კრივი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც იმ ციხეებში იყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი განაგებდა და ეს იმ დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

„როცა პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, ეს სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მისი ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია, თუმცა სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ არის. ეს არის მოცემულობა, რასაც თავისი სამართლებრივი ნაწილი გააჩნია. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი მოატყუეს. არავინ იცის, რა გარემოება იყო იქ – შეიძლება დათანხმდა და შემდეგ სწორედ ეს გაითამაშა, რაც მისგან სავსებით მოსალოდნელია. პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, სად განათავსოს პატიმარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა.