გია ვოლსკი - გასაჯაროვდება თუ არა ევროკავშირის წევრობის კითხვარი, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ საქმიანობას მაინც არ მოიშლის
გია ვოლსკი - გასაჯაროვდება თუ არა ევროკავშირის წევრობის კითხვარი, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ საქმიანობას მაინც არ მოიშლის

გასაჯაროდება თუ არა ევროკავშირის წევრობის კითხვარი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტრუქციული საქმიანობა არ მოიშლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღემდე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ერთადერთი ძალისხმევა, რაც იხილა, იყო ინტენსიური მუშაობა, რათა საქართველოს არ მიეღო ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი.

„ერთადერთი ძალისხმევა, რაც დღემდე ვიხილე, ეს არის ინტენსიური, გამალებული და გააფთრებული მუშაობა, რათა ასოცირების შეთანხმება არ მიეღო საქართველოს. ასეთივე არანაკლები ინტენსივობით მუშაობს, რათა უვიზო რეჟიმი არ მიეღო. ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არ მიეღო საქართველოს. ამასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო ინტენსიური მცდელობა და დარწმუნებული ვარ, გასაჯაროვდება თუ არა ეს კითხვარი, თუ უკვე გასაჯაროებული არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტრუქციული საქმიანობა არ მოიშლება. დელეგაციაში არმონაწილეობა, შესაძლო პროვოკაციის დაგეგმვაში მათი მონაწილეობა, ბაკურიანში რევოლუციური გეგმების დასახვა არის, რაც ჩვენი ოპონენტების დიდ ნაწილს გააჩნიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.