გია ვოლსკი - გარკვეული მედიასაშუალებების პროპაგანდის ნაწილია თემა, რომ „პრეზიდენტი იმალება“
გია ვოლსკი - გარკვეული მედიასაშუალებების პროპაგანდის ნაწილია თემა, რომ „პრეზიდენტი იმალება“

გარკვეული მედიასაშუალებების პროპაგანდის ნაწილია თემა, რომ „პრეზიდენტი იმალება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„არის გარკვეული მედიასაშუალებები, რომელიც მუდმივად აპელირებს იმ თემაზე, რომ „პრეზიდენტი იმალება“, პრეზიდენტი არ მოდის. ეს პროპაგანდის გარკვეული ნაწილია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ტელევიზიასთან ერთად მისდევს. მაგრამ ეს ასე არ არის. პრეზიდენტი უახლოეს მომავალში შეუდგება მუშაობას, მოვა თუ არ მოვა, ეს კიდევ მეორე საკითხია, მაგრამ რეალურია, რომ პრეზიდენტი თავის მოვალეობების შესრულებას შეუდგა და მე ვფიქრობ, წარმატებული იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.