გია ვოლსკი - გამწვავებისკენ პროცესები იმას მიჰყავს, ვინც კონსტრუქციულ წინადადებას არ თანხმდება
გია ვოლსკი - გამწვავებისკენ პროცესები იმას მიჰყავს, ვინც კონსტრუქციულ წინადადებას არ თანხმდება

შევიკრიბოთ, ოქმები და ბიულეტენები ამოვიღოთ, სადაც საჭიროა, გადავთვალოთ და თუკი რაღაც მიგვანიშნებს არჩევნების შედეგების სახელისუფლებო გუნდისკენ გადახრას, რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნები ჩავატაროთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე მეტი კონსტრუქციულობა წარმოუდგენელია.

„როდესაც დაპირისპირების ეს ხარისხია, არ მინდა ზედმეტი სიმწვავის განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ფაქტია, გამწვავებისკენ პროცესები იმას მიჰყავს, ვინც კონსტრუქციულ წინადადებას არ თანხმდება. შევიკრიბოთ, დავსხდეთ, განვიხილოთ, საბუთები ამოვიღოთ, ოქმები და ბიულეტენებიც ამოვიღოთ, სადაც საჭიროა, გადავთვალოთ, შევაფასოთ, ვიდეოთვალი ვნახოთ და თუკი მოხდება ისე, რომ რაღაც მიგვანიშნებს არჩევნების შედეგების თუნდაც ერთი პროცენტის სახელისუფლებო გუნდისკენ გადახრას, ჩავატაროთ რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნები. ამ შემთხვევაში, დღევანდელ ეტაპზე მეტი კონსტრუქციულობა ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა ვოლსკიმ.