გია ვოლსკი - გამოდის, რომ ეკლესიები, სკოლები, მუცო, აბასთუმანი იმიტომ კეთდება, არჩევნებში „ლელოს“ მოვუგოთ, ეს აბსურდიცაა და უზნეობასთან ახლოს მყოფი განაცხადიც
გია ვოლსკი - გამოდის, რომ ეკლესიები, სკოლები, მუცო, აბასთუმანი იმიტომ კეთდება, არჩევნებში „ლელოს“ მოვუგოთ, ეს აბსურდიცაა და უზნეობასთან ახლოს მყოფი განაცხადიც

გამოდის, რომ აკადემია, კონსერვატორია, ეკლესიები, სკოლები, მუცო და აბასთუმანი იმიტომ კეთდება, რომ არჩევნებში „ლელოს“ მოვუგოთ, ეს აბსურდიცაა და უზნეობასთან ახლოს მყოფი განაცხადიც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც წყალტუბოს განვითარების პროექტის თაობაზე „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა და ხანში შესული ადამიანები ისეთ რამეს ამბობენ, რისიც შეიძლება, ცხოვრებაში შერცხვეთ.

„რაც შეეხება ვაშაძეს, მან საკუთარი თავი რევიზორად დანიშნა, რომ არა მხოლოდ შეაფასოს, არამედ გააკონტროლოს, რა ხდება და ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული პროექტები გრაფიკში როგორ ჯდება. პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფის მიერ სცენა აბსურდის სცენას დაემსგავსა, სადაც პერიოდულად გამოდიან და განცხადებებს იმ პროექტებზე აკეთებენ, რაც მსოფლიოსთვის მისაღებია, დაფასებულია. პარიზში მუცო აღიარეს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი. ამ ფონზე ასეთი განცხადებების კეთება არასერიოზული და უზნეობასთან ჯვარდაწერილია. ოპოზიცია გამოდის და ამბობს, რომ არქიტექტურული ძეგლი დაინგრევა, ბეტონი შენდება, ხალხი ქუჩაში გამოიყრება, ნახატები წაიშლება. დიდი ბოდიში, რომ ამდენ პროექტთან ერთად გემოვნებაში ვერ ჩაჯდა ლაგუნა ვერეს სწრაფად გაკეთება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.