გია ვოლსკი – გახარიას მიმართ შეკითხვები მძიმეა და პასუხები უნდა გასცეს

14:15, 02.07.2025

გახარიამ ჩორჩანის საკითხზე თუ ჩვენების მიცემა გადაწყვიტა, ეს მის სტრატეგიაში ჯდება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და თავის ამომრჩეველს პასუხები გასცეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას მიმართ კითხვები მძიმეა და პასუხები უნდა გასცეს.

„ეს ისეთი სახის გადაწყვეტილებაა, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულია, რაც რადიკალურ ოპოზიციას, ექსტრემისტებს ახასიათებთ. გახარიას მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები იმისთვის იყო, რომ ამ დესტაბილიზაციის სცენარისთვის შეეწყო ხელი, მათ შორის ჩორჩანის თემაც იყო. ამ გადაწყვეტილებას, შეიძლებოდა, გამოეწვია არა მხოლოდ ის, რომ საქართველომ ტერიტორიის მილიონ მეტრზე მეტი დაკარგა დროებით, არამედ შეიძლებოდა, ისეთი პროცესი განვითარებულიყო, რაც ომის ქარცეცხლს განაახლებდა და საქართველოსთვის ეს მძიმე შედეგებით, შეიძლებოდა, დასრულებულიყო. გახარიამ ამ საკითხზე თუ ჩვენების მიცემა გადაწყვიტა, ეს მის სტრატეგიაში ჯდება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და თავის ამომრჩეველს პასუხები გასცეს. კითხვები მძიმეა და პასუხები უნდა გასცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი