გია ვოლსკი - გაერთიანებული ოპოზიცია აქცენტს აკეთებს იმაზე, როგორმე მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან
გია ვოლსკი - გაერთიანებული ოპოზიცია აქცენტს აკეთებს იმაზე, როგორმე მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან

ისინი არ გულისხმობენ მოლაპარაკებას სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, ისინი გულისხმობენ მოლაპარაკებას ვაშაძის გაპრეზიდენტების და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

„ისინი არ გულისხმობენ მოლაპარაკებას იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს მილიონ 150 ათასი ადამიანი, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა და მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, როგორმე 780 ათასი ადამიანი, მათი მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან.

ოპოზიციაში იქნება პარტიებიც, ხალხიც ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ ხალხი იყოს, რომელსაც ის სისხლისღვრა უნდა, რასაც სააკაშვილი გვთავაზობს.

დღეს კარგად დავინახეთ ის სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის. ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ გზებზე, მეორენი იმ დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს. ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა უკვე თავისი, სწორი არჩევანი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.