გია ვოლსკი - გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, რა ამოცანა აქვთ, არ ვიცი, ალბათ მათაც უნდათ კეზერაშვილის სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა
გია ვოლსკი - გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, რა ამოცანა აქვთ, არ ვიცი, ალბათ მათაც უნდათ კეზერაშვილის სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა

არსებობს რევოლუციური კომიტეტი და ეს ადამიანები კვიპროსში ჩავიდნენ, რომ კეზერაშვილს თავიანთი მოსაზრებები უთხრან, რამდენად კარგები არიან რევოლუციურ კომიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ელენე ხოშტარია, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსზე გაემგზავრნენ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მათი მიზანია კეზერაშვილის სქემაში ჩაერთონ და თავისი თავი წარმოაჩინონ პოლიტიკურ ლიდერებად.

„უგულავასა და გაბაშვილს რა კონფიგურაცია აქვთ, ვერ გეტყვით, რადგან დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ ელენე ხოშტარიას რეიტინგი მაღალი არ არის და ალბათ კვიპროსში თავის მოსაწონებლად ჩავიდნენ, რათა იმ სქემიდან არ ამოვარდნენ, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს. მათი მიზანია, ამ სქემაში ჩაერთონ და თავისი თავი წარმოაჩინონ იმ პოლიტიკურ ლიდერებად, რაც რევოლუციურ კომიტეტს სჭირდება და გაერთიანებულია ხაბეიშვილის გარშემო. არსებობს რევოლუციური კომიტეტი და ეს ადამიანები კვიპროსში ჩავიდნენ, რომ კეზერაშვილს თავიანთი მოსაზრებები უთხრან, რამდენად კარგები არიან რევოლუციურ კომიტეტში. არ მგონია, მათ მოგზაურობას სხვა დანიშნულება ჰქონდეს – ისინი სალაროში ჩავიდნენ, შეყვეს თავი და ეუბნებიან, რომ მათაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები, დაფინანსება ჰქონდეთ, კონკრეტული საქმიანობისთვის. გვახსოვს, ხოშტარია როგორ ახტებოდა მანქანებს. მაშინ, შეიძლება, რუსეთიდან მომდინარე დაფინანსება საკმარისი იყო, ახლა კი დამატება უნდა. სექტა მასაც გააჩნია. თავის დროზე გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, მათ რა ამოცანა და რა როლი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ მათაც უნდათ, იმავე სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა. ეს ფანჯარა რამდენად ფართოა, ამაზე პასუხი არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.