გია ვოლსკი - ფაქტია, ჩვენი კანდიდატი წინ არის, დაველოდოთ, იქნება თუ არა მეორე ტური
გია ვოლსკი - ფაქტია, ჩვენი კანდიდატი წინ არის, დაველოდოთ, იქნება თუ არა მეორე ტური

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი წინ არის, თუმცა მეორე ტურსაც არ გამორიცხავს.

„ჩვენი ეგზიტპოლის მონაცემები 19:00 საათის არის, სხვა ეგზიტპოლები გაკეთებულია 16:00 საათისთვის. ის განსხვავება არ დავივიწყოთ, რაც არის “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ეგზიტპოლებს შორის. მგონია, რომ 52 პროცენტი კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ მეორე ტურს არ გამოვრიცხავ. იმ დონის ექსპერტი არ ვარ, რომ შედეგი წინასწარ შევაფასო. ჩვენი კანდიდატი წინ არის და ეს ფაქტი და მოცემულობაა, დაველოდოთ, მეორე ტური იქნება თუ არა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.