გია ვოლსკი - ევროპარლამენტს „ევროპის სახალხო პარტია“ თუ განაგებს, მათგან იმავე რეზოლუციებსა და განცხადებებს უნდა ველოდოთ, რაც მანამდე მოვისმინეთ
გია ვოლსკი - ევროპარლამენტს „ევროპის სახალხო პარტია“ თუ განაგებს, მათგან იმავე რეზოლუციებსა და განცხადებებს უნდა ველოდოთ, რაც მანამდე მოვისმინეთ

ევროკავშირი მხარს უჭერდა იმ ადამიანებს, ვინც ქვეყანაში სისხლი დაღვარა. ისინი თანამონაწილე არიან იმ დანაშაულების, რომელიც მათმა ფავორიტმა პოლიტიკოსებმა ჩაიდინეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ევროპარლამენტს თუ განაგებს „ევროპის სახალხო პარტია“, მათგან იმავე რეზოლუციებსა და განცხადებებს უნდა ველოდოთ, რაც მანამდე მოვისმინეთ“.

„კუბილიუსები და „ევროპის სახალხო პარტია“ ისევ იმ პოზიციაზე დგანან, რომ ეს დანაშაულები არ არსებობდა, არც შავაძე დაუხვრეტიათ ქუჩაში და არც სხვა ადამიანები უწამებიათ, ვისზეც სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ უთითებდა, რომ წინა რეჟიმის დროს სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. ამ რეალობას ევროპარლამენტი არ ითვალისწინებს. ევროპარლამენტს თუ განაგებს „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც მმართველია „ნაცმოძრაობის“, მათგან იმავე რეზოლუციებსა და განცხადებებს უნდა ველოდოთ, რაც მანამდე მოვისმინეთ, რომ სააკაშვილი ცუდად არის, უნდა გათავისუფლდეს, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, ჩვენ, ყველა დავსანქცირდეთ, მიწასთან გავსწორდეთ და ამით გაიხარონ. ეს არასწორია, რადგან საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანეს და ამით ხარობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.