გია ვოლსკი - ევროკავშირის ელჩმა ალბათ ისიც უნდა თქვას, რომ ევროპარლამენტის უტიფარი რეზოლუცია აბსურდია, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ აგრესიისკენ და ითხოვდა სანქციების დაწესებას
გია ვოლსკი - ევროკავშირის ელჩმა ალბათ ისიც უნდა თქვას, რომ ევროპარლამენტის უტიფარი რეზოლუცია აბსურდია, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ აგრესიისკენ და ითხოვდა სანქციების დაწესებას

ევროკავშირის ელჩმა ალბათ ისიც უნდა თქვას, რომ ევროპარლამენტის უტიფარი რეზოლუცია აბსურდია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ აგრესიისკენ მოუწოდებდა და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი სანქციების დაწესებას ითხოვდა კონკრეტული პიროვნებების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს, „როგორ შეაფასებს საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩის, პაველ ჰერჩინსკი განცხადებას, რომელმაც ე.წ. მეორე ფრონტზე განცხადებებს სრული აბსურდი და სისულელე უწოდა“.

გია ვოლსკის თქმით, რაც პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, მისასალმებელია.

„რაც ელჩმა თქვა, გავიგე და მისასალმებელია, რომ აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები ასე კატეგორიულად ამას აცხადებენ, მაგრამ მეორე საკითხია, რაც რეალობაა. ამ რეალობაზე რომ შეკითხვა ისმება, რაც მოხდა, რაც გავიგონეთ, იგივე ევროპარლამენტის რეზოლუცია…“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.