გია ვოლსკი – ევროკავშირ-საქართველოს შორის დაძაბულობა ბრიუსელმა შექმნა, მაგრამ ამაზე ყველას ერთნაირი პოზიცია არ აქვს, გამოჩნდა, რომ საქართველო წინა პლანზეა, როცა შუა დერეფნის სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობთ

15:00, 13.11.2026

ევროკავშირ-საქართველოს შორის დაძაბულობა და პრობლემები ბრიუსელმა შექმნა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამასთან დაკავშირებით ყველას ერთნაირი პოზიცია არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ზოგს ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებს, ზოგისთვის კი, თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„გარკვეული უხერხულობა შეიქმნა არა მხოლოდ ჩვენსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობაში, არამედ ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, რადგან ევროკავშირის ერთობლიობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დაიკარგა და ცდილობენ, ერთიანობა შეინარჩუნონ. არსებული სიტუაცია ხელს გვიშლის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს, ინტენსიური ურთიერთობები განვავითაროთ. ჩვენ ამ მდგომარეობას საკმაოდ განვიცდით. ცალკეული ქვეყნები ორმხრივი ურთიერთობის დეფიციტს პრობლემად აფასებენ, რადგან უკვე გამოჩნდა, რომ საქართველო წინა პლანზეა, როდესაც შუა დერეფნის თემასა და სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობთ, რომელიც უკავშირდება მშვიდობიანი პროცესების განვითარებას. რასაკვირველია, საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებში საკვანძო პოზიციას იკავებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მსგავსი