გია ვოლსკი - ძველი პრეზიდენტი გვარწმუნებდა, რომ მის წინაშე მდგარი ამოცანები აუცილებლად იმ შენობის ფართს მოითხოვდა, რომელსაც წინა დღეს „ბოროტების ბუდეს“ უწოდებდა
გია ვოლსკი - ძველი პრეზიდენტი გვარწმუნებდა, რომ მის წინაშე მდგარი ამოცანები აუცილებლად იმ შენობის ფართს მოითხოვდა, რომელსაც წინა დღეს „ბოროტების ბუდეს“ უწოდებდა

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ახალი პრეზიდენტი ახალგარემონტებულ ოფისში უნდა შევიდეს.

როგორც მან განაცხადა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და პრეზიდენტის აპარატი მობილური იყოს.

„მგონია, რომ პრეზიდენტი ახალგარემონტებულ ოფისში უნდა შევიდეს. ძველი პრეზიდენტი გვარწმუნებდა, რომ რაოდენობა იმ ხალხის, რომელიც მუშაობდა და ამოცანები, რომელიც მის წინაშე იდგა, მოითხოვდა აუცილებლად იმ შენობის ფართს, რომელსაც წინა დღეს უწოდებდა „ბოროტების სათავეს“ და „ბოროტების ბუდეს“, მაგრამ არც რაოდენობრივად, არც ფინანსურად, არათუ სააკაშვილის ხარჯები არ შეუმცირებია, არამედ გარკვეულწილად გაზარდა, ყოველ შემთხვევაში, შემცირებას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა დეპუტატმა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის აპარატი კომპაქტური და მაღალი დონის ექსპერტებით დაკომპლექტებული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტის აპარატი უნდა იყოს მობილური, კომპაქტური, მაღალი დონის ექსპერტებით დაკომპლექტებული. თავისი, თუნდაც საკონსტიტუციო შემცირებული უფლებების ფარგლებში, ეს ინსტიტუტი ქვეყნისთვის საგანგებო მნიშვნელობის არის“, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.