გია ვოლსკი - დუმბაძისნაირ ტიპაჟებს საერთოდ არ იცნობენ ევროპაში, მის პათოსს იზიარებენ ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც არიან რევოლუციურ შტაბში, სადაც იხარშება შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ
გია ვოლსკი - დუმბაძისნაირ ტიპაჟებს საერთოდ არ იცნობენ ევროპაში, მის პათოსს იზიარებენ ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც არიან რევოლუციურ შტაბში, სადაც იხარშება შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

მურმან დუმბაძესა და მურმან დუმბაძეებს საერთოდ არ იცნობენ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა მურმან დუმბაძის გაცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „ევროპას ვეუბნები, არ მისცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი, არ ეკუთვნის“.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, რეალურად, პათოსი და განწყობა, რომელსაც მურმან დუმბაძე გამოხატავს, არის პათოსი, რომელსაც იზიარებს სხვადასხვა ინტელექტის, დონისა და გაქანების მქონე ე.წ. ოპოზიციონერი.

„მურმან დუმბაძეს და მურმან დუმბაძეებს, ასეთ ტიპაჟებს საერთოდ არ იცნობენ ევროპაში. ხანდახან თუ კავკასიის ტელეარხზე გაიელვებს ხოლმე მისი ეს ისტერიული კივილ-წივილი. რეალურად, პათოსი და განწყობა, რომელსაც მურმან დუმბაძე გამოხატავს, ეს არის პათოსი, რომელსაც იზიარებს სხვადასხვა ინტელექტის, დონისა და გაქანების მქონე ე.წ. ოპოზიციონერი, რომელიც გაერთიანებულია რევოლუციურ შტაბში, სადაც იხარშება სტრატეგია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.