გია ვოლსკი - დეპოლარიზაცია რომ შედგეს, ლოგიკური შეთავაზებაა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საზოგადოება ითხოვს ურთიერთობების განვითარებას, რომელმაც ქვეყნის სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს 
გია ვოლსკი - დეპოლარიზაცია რომ შედგეს, ლოგიკური შეთავაზებაა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საზოგადოება ითხოვს ურთიერთობების განვითარებას, რომელმაც ქვეყნის სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციისთვის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები ლოგიკური შეთავაზებაა.

მისივე თქმით, საზოგადოება პოლიტიკოსებისგან ითხოვს ისეთი ურთიერთობების განვითარებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა და წინსვლა.

„რასაკვირველია, ოპოზიციაში რომ ხარ და თან ყველაფერზე წამსვლელი და დემაგოგია გახასიათებს, უნდა თქვა, რომ ევროპას საქართველო აშანტაჟებს, თუმცა დაშანტაჟების არავითარი მექანიზმი არ აქვს არც ერთ ქვეყანას, რომ ორგანიზაციას დაუპირისპირდეს. იმისათვის, რომ დეპოლარიზაცია ერთხელ და სამუდამოდ შედგეს, მგონი, ლოგიკური შეთავაზებაა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ეს ყველაფერი მეგობრული, პიროვნული ურთიერთობების განვითარებას არ ნიშნავს, მაგრამ საზოგადოება იმ ურთიერთობების განვითარებას ითხოვს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა და წინსვლა. რასაკვირველია, ამისთვის შეიძლება, დაუშვა დაბალი ბარიერი, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ჯგუფი შემოვიდეს სამუშაოდ, მაგრამ თუ სამუშაოს ჩაანაცვლებს საბოტაჟით და დაპირისპირებით, მაშინ სტანდარტული 5-პროცენტიანი ბარიერის დატოვება სჯობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.