გია ვოლსკი - დავით უსუფაშვილმა ბევრი იფიქრა, როგორ გაემართლებინა, რომ მხარს არ უჭერს ლევან იოსელიანს და მოიგონა, თითქოს საკუთარი კანდიდატურა ეყოლება
გია ვოლსკი - დავით უსუფაშვილმა ბევრი იფიქრა, როგორ გაემართლებინა, რომ მხარს არ უჭერს ლევან იოსელიანს და მოიგონა, თითქოს საკუთარი კანდიდატურა ეყოლება

დავით უსუფაშვილმა ბევრი იფიქრა, როგორ გაემართლებინა ის, რომ მხარს არ უჭერს ლევან იოსელიანს. მოიგონა, თურმე შესაძლოა, კანდიდატურა ჰყავდეს და რატომ მოიწვიეთ ბიურო, მხოლოდ იოსელიანის კანდიდატურის განსახილველადო? – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, სადაც უსუფაშვილი ამბობს: „სახალხო დამცველობის კანდიდატზე გვეუბნებიან, რომ ორშაბათს კომიტეტში მოუსმენენ, სამშაბათს დღის წესრიგში შეიტანენ და ნახვამდის. ამას დავუპირისპირებთ კანონიერ კანდიდატს და პროცესს“.

როგორც გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თვეებია, კანდიდატურებზეა საუბარი და კანდიდატურის წარდგენა ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს შეუძლია.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ იოსელიანს მხარს დავუჭერთ. პოლიტიკოსია და, შესაძლოა, მისი კანდიდატურა მიუღებელი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს მისი კანდიდატურის განხილვის შემდეგ გადავწყვეტთ. მისგან ვითხოვთ მიუკერძოებლობას, პოლიტიკური წინაპირობებისგან გათავისუფლებას. რასაკვირველია, ადამიანს თავისი ხედვები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს დამყარებული სრულ სამართლიანობაზე, კანონის ცოდნასა და საკუთარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.