გია ვოლსკი - დავით ნარმანია პროფესიონალი ადამიანია და შეიძლება, გარკვეულწილად, პიარი არ სწყალობდა
გია ვოლსკი - დავით ნარმანია პროფესიონალი ადამიანია და შეიძლება, გარკვეულწილად, პიარი არ სწყალობდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ დედაქალაქის ყოფილი, მერი დავით ნარმანია პროფესიონალი ადამიანია, რომელსაც პიარი არ სწყალობდა. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ გაუცხადა, პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე დავით ნარმანიას საკითხზე იმსჯელებს, რომელიც უწყებამ სემეკ-ის წევრად უნდა აირჩიოს.

“დავით ნარმანია პროფესიონალი ადამიანია და შეიძლება, გარკვეულწილად, მას პიარი არ სწყალობდა, მაგრამ უშველებელი და ძალიან საინტერესო პროექტები აქვს განხორციელებული როგორც მინისტრობის პერიოდში, ასევე მერობის დროს. აქედან გამომდინარე, მისი საქმიანობა წარმატებული იქნება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს პარლამენტის სხდომაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურას სემეკ-ის წევრობაზე უნდა უყარონ კენჭი. ნარმანია დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.