გია ვოლსკი - დასკვნა ერთადერთია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ „ახალ ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა არეულობა, რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება
გია ვოლსკი - დასკვნა ერთადერთია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ „ახალ ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა არეულობა, რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტის პიკეტირების საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებასა და საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ჩვენ გვინდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან ისე, რომ კანონი არ იყოს დარღვეული. ისიც ბედის ირონიაა, რომ მერაბ ქვარაია არ შეუშვეს. ადამიანს, რომელიც შვიდი წელი ყავდათ ციხეში, დღეს პირადად არა, მაგრამ სიმბოლურად იგივე ხალხი არ უშვებს პარლმაენტში და ძალადობს. მეორე, რა უცნაური განცხადება მოვისმინეთ სახლახო დამცველისაგან. ე.ი ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, დამნაშავე ან მოძალადე თუ ჩადის დანაშაულს, ეს არის ძალადობის ობიექტის ბრალი. ვერ წარმომიდგენია ამ სიტუაციაში ჩვენი საზოგადოებისათვის, როგორ შეიძლება შეიქმნას ნორმალური ცხოვრების პირობები. ჩემი აზრით, აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილება, რომ დღეს აუცილებლად უნდა ჩატარდეს ბიურო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით,  „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ „ახალ ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა არეულობა, რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება.

ვოლსკის განმარტებით, სახელმწიფომ ქვეყანაში  წესრიგი უნდა დაამყაროს ისე, რომ  ნაკლები ზიანი დადგეს.

„ვისაც ეხება ამ ქვეყანაში, რომ დაამყაროს წესრიგი, უნდა იმსჯელოს, ანალიზი გააკეთოს და ნაკლებად დაზიანებული გამოვიდეს ქვეყანა. თორემ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალ ნაციონალურ მოძრაობას“ რა უნდა, კარგად ვხედავთ. მათ უნდათ არეულობა, პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირება კანონიერი არ არის, თუმცა მისივე თქმით, „ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა“.

პარლამენტის შენობის შესასვლელები დილიდან ბლოკირებულია. პარლამენტის შენობის მიმდებარედ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

დატოვე კომენტარი