გია ვოლსკი - ციფრებით მანიპულირება ადვილია, თუ პოპულისტი ხარ და გიორგი ვაშაძე გქვია
გია ვოლსკი - ციფრებით მანიპულირება ადვილია, თუ პოპულისტი ხარ და გიორგი ვაშაძე გქვია

ციფრებით მანიპულირება ადვილია, თუ პოპულისტი ხარ და გიორგი ვაშაძე გქვია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა სამუშაო ადგილების დაკარგვის თაობაზე.

ვოლსკის თქმით, რეალურად, სირთულეები რომ არის შექმნილი და სამუშაო ადგილები დაკარგულია, ეს ფაქტია.

„სახსრების მობილიზება მიმდინარეობს, რათა ამ მძიმე პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.