გია ვოლსკი - ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაანალიზონ, ვის ინტერესებს ემთხვევა დესტრუქციული პროცესი, რომელსაც ავითარებს „ნაცმოძრაობა”
გია ვოლსკი - ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაანალიზონ, ვის ინტერესებს ემთხვევა დესტრუქციული პროცესი, რომელსაც ავითარებს „ნაცმოძრაობა”

ვფიქრობ, ყველაფერი დალაგდება და პროცესი პოზიტიურად გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორებმა უნდა მიაქციონ ყურადღება არა მხოლოდ საქართველოში განვითარებულ პროცესებს, არამედ რეგიონში და უნდა გაანალიზონ, ვის ინტერესებს ემთხვევა დესტრუქციული პროცესი, რომელსაც ავითარებს „ნაცმოძრაობა”.

„როცა პოლიტიკური ძალები არა მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, არამედ გადატანილი აქვთ მთელი ენერგია ქუჩაში და ჯახში, ზიანდება ის პროცესი, რომელსაც „ქართული ოცნება” ინტენსიურად მიჰყვება 2012 წლიდან და მიღწევებით სახეზეა.

სწორედ ეს არის მიზანი „ნაციონალური მოძრაობის”, რომ მათი სცენარით ვიმოქმედოთ ან აღმასრულებელი ასეთ ზომებზე წავიდეს, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებაა შესასრულებელი. ვფიქრობ, ყველაფერი დალაგდება და პროცესი პოზიტიურად გაგრძელდება.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ საკითხების სამართლებრივი ფორმატიდან გატანა, გვერდზე გათრევა და პოლიტიკურ თემაში გადატანა, არის ძალიან ღრმა კონსპირაციული გეგმა შეთქმულებისა საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა მიაქციონ ყურადღება არა მხოლოდ საქართველოში განვითარებულ პროცესებს, არამედ რეგიონში, მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის ინტენსიურ ცვლილებას და უნდა გაანალიზონ, ვის ინტერესებს ემთხვევა დესტრუქციული პროცესი, რომელსაც ავითარებს „ნაცმოძრაობა”, პასუხებიც საკმაოდ ნათელი იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი