გია ვოლსკი - ჩვენი შეთავაზება იქნება ისეთი სისტემა, სადაც პროპორციულიც ​ღირსეულად იქნება წარმოდგენილი და მაჟორიტარებიც წარმოადგენენ კონკრეტულ ოლქს
გია ვოლსკი - ჩვენი შეთავაზება იქნება ისეთი სისტემა, სადაც პროპორციულიც ​ღირსეულად იქნება წარმოდგენილი და მაჟორიტარებიც წარმოადგენენ კონკრეტულ ოლქს

არასდროს გვითქვამს, არც დავუშვებთ იმას, რომ 40 პროცენტზე ნაკლები ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას და იმას ჰქონდეს პრეტენზია, მართოს ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კონსენსუსი აუცილებელია.

„თუ ეს კონსენსუსი არ იქნა, ჩატარდება არჩევნები ისეთი, როგორც დღეს გვაქვს. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაფიქრდეს კერძო პასუხისმგებლობაზე, ადამიანურ პასუხისმგებლობაზე და პარტიულ პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე. ყველას ჰყავს თავისი ამომრჩეველი. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ყველა ამომრჩეველზე და არა მარტო ჩვენს ამომრჩეველზე, რამეთუ ხელისუფლებაში ვართ. აქედან გამომდინარე, ლოგიკური შეთავაზება, რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან იქნება. ლოგიკა ამაში ძალიან დიდია. არასდროს გვითქვამს, არც დავუშვებთ იმას, რომ 40 პროცენტზე ნაკლები ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას და იმას ჰქონდეს პრეტენზია, მართოს ქვეყანა. ამიტომ, ჩვენი შეთავაზება იქნება ისეთი სისტემა, სადაც პროპორციულიც იქნება ღირსეულად წარმოდგენილი და მაჟორიტარებსაც ექნებათ საშუალება, წარმოადგინონ კონკრეტული საარჩევნო ოლქი. ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს და სანამ უმრავლესობაში საბოლოო შეთანხმება არ იქნება, ამ დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვილაპარაკებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.