გია ვოლსკი - განსხვავებული აზრები არსებობს, რომლებიც მაქსიმალურად უნდა დავაახლოვოთ
გია ვოლსკი - განსხვავებული აზრები არსებობს, რომლებიც მაქსიმალურად უნდა დავაახლოვოთ

სიტყვა ამბოხებული ვინც მოიტანა, იმას შენიშვნა უნდა მივცეთ, ეს ასე არ არის, განსხვავებული აზრები არსებობს, რომლებიც მაქსიმალურად უნდა დავაახლოვოთ , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უმრავლესობაში გუნდურობის პრინციპის დარღვევას ეხებოდა.

ვიცე-სპიკერის თქმით, გუნდურობის პრინციპთან დაკავშირებული საკითხი სასამართლოს შემადგენლობის თემას არ ეხება, არამედ ეხება იმას, რომ პროცესის სწორად წარმართვა არავინ უნდა მიიწეროს.

„გვქონდა პრეტენზია გუნდურობასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია ისევ მაქვს. ახლა ეს არის არსებითი თემა, არსებითია გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მივიღოთ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და რომლებიც უნდა მივიღოთ პოლიტიკურ ჭრილში, თუ რა სჭირდება ქვეყანას სტაბილურობისთვის. ნებისმიერი თემა, რომელზეც ჯგუფი ვერ შეთანხმდება, ადამიანურ ურთიერთობებს არ ეხება,შეიძლება, ჯგუფი გაიყოს, მაგრამ სიტყვა – ამბოხებული ვინც შემოიტანა, შენიშვნა უნდა მივცე. ასე არ არის. განსხვავებული აზრები არსებობს. ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის მიზანია, აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.