გია ვოლსკი - ჩვენი ამოცანაა, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ, რათა სასამართლო იყოს ქმედუნარიანი
გია ვოლსკი - ჩვენი ამოცანაა, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ, რათა სასამართლო იყოს ქმედუნარიანი

ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისთვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობა, განხილული იქნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შესაბამისი ანგარიში და უმრავლესობის წევრებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიციები ამ საკითხებთან მიმართებაში.

„მთავარი თემა მაინც მგონია, არის ის, რომ დაახლოებით ექვსი ათასზე მეტი განუხილავი საქმე დევს სასამართლოში და ცოტა ხანში ეს სერიოზულ პრობლემად გადაექცევა ქვეყნას, რაც გასათვალისწინებელია. დღეს, ჩვენი სასამართლო ყველა შესაბამისი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით  მსოფლიოში პირველ ოცეულშია, 18-19 ადგილზეა და ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას სტანდარტით უსწრებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.