გია ვოლსკი - ჩვენ გვაქვს საკმაოდ პრაგმატული, სწორი პოზიცია, არსებობს კომპრომისების ვარიანტებიც, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს
გია ვოლსკი - ჩვენ გვაქვს საკმაოდ პრაგმატული, სწორი პოზიცია, არსებობს კომპრომისების ვარიანტებიც, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს

ჩვენ გვაქვს საკმაოდ პრაგმატული, სწორი პოზიცია, კომპრომისების ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ისეთი, რომელიც დააზიანებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, ყველაფერი გააკეთოს, რათა რეალური, მთავარი პრობლემების გადასაჭრელად მეტი ენერგიით იმუშაონ.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ პრაგმატული, სწორი პოზიცია, კომპრომისების ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ისეთის, რომელიც დააზიანებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, რომელიც საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დგას, საგარეო გამოწვევებიც მაქვს მხედველობაში. ჩვენ ოპონენტებს ამით უნდათ, ისარგებლონ. ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა რეალურ, მთავარ პრობლემებს კიდევ უფრო მეტი ენერგიით მივუდგეთ და შევუდგეთ გადაწყვეტის პროცესს. აი, ეს არის დაპირისპირების მთავარი პერიპეტიები, ეს კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს და ვფიქრობ, ყველაფერს გააკეთებენ, რათა შედგეს შეთანხმება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.