გია ვოლსკი - ჩრდილოვან მთავრობაზე შეიძლება, მხოლოდ ღიმილიანი კომენტარი გავაკეთოთ, ეს არის პოლიტიკური პარტიების​ ეკლექტური გაერთიანება, ვერავითარი გუნდი აქედან ვერ შეიკრიბება
გია ვოლსკი - ჩრდილოვან მთავრობაზე შეიძლება, მხოლოდ ღიმილიანი კომენტარი გავაკეთოთ, ეს არის პოლიტიკური პარტიების​ ეკლექტური გაერთიანება, ვერავითარი გუნდი აქედან ვერ შეიკრიბება

ჩრდილოვან მთავრობაზე შეიძლება, მხოლოდ ღიმილიანი კომენტარი გავაკეთოთ, ეს არის პოლიტიკური პარტიების​ ეკლექტური გაერთიანება, ვერავითარი გუნდი აქედან ვერ შეიკრიბება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„რაც შეეხება ჩრდილოვან მთავრობას, მითქვამს და გავიმეორებ, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ფარსია. სიმართლე გითხრათ, ცოტა სასაცილოც არის, მაგრამ ყველამ იცის, რომ იმ ფორმატის აღდგენა უნდათ, რომელიც ჰქონდათ და იმ ამომრჩევლის გულის მოგება, რომლებიც სხვადასხვა პარტიას აძლევენ ხმას მეორე ტურის წინ. გარდა ამისა, ფარსია იმიტომ, რომ ვერავითარი გუნდი აქედან ვერ შეიკრიბება. ეს არის პოლიტიკური პარტიების​ ეკლექტური გაერთიანება, რომელიც რაღაც გარკვეულ პრინციპთან დაკავშირებით იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლოს, მათი იმედი ჰქონდათ, მასზე ჩამოკიდების იმედი. ასე რომ, დღეს შეიძლება, მხოლოდ რაღაც ღიმილიანი კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე დაასახელა. აგრეთვე, ნიკა მელიამ თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგეობების კანდიდატებიც დაასახელა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, მოძრაობა „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, აგრეთვე „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.

დატოვე კომენტარი