ნიკა მელია აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება
ნიკა მელია აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება.

ამის შესახებ ნიკა მელიამ ე.წ. კოალიციური გუნდის წარდგენისას განაცხადა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე, თქვენი საუკეთესო პარტნიორი, თქვენი მეგობარი და თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭმუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს, ეს არის მამუკა ხაზარაძე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი