გია ვოლსკი - ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ფარისევლური ნაბიჯია
გია ვოლსკი - ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ფარისევლური ნაბიჯია

ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ფარისევლური ნაბიჯია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, ყურადღება მიიქციონ და მხარდამჭერები მიიზიდონ.

„ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია და ამის გამოცდილება არსებობს მსოფლიოში, როცა ოპოზიციაში გადასული ჯგუფები საზოგადოებას წარუდგენენ ადამიანებს, ვინ შეიძლება, მართოს ესა თუ ის სფერო, თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ფარისევლური ნაბიჯია, რომ პარტიები კვლავ იმ ფორმატში გააერთიანონ, რომელშიც იყვნენ და ამით ყურადღება მიიქციონ, თუნდაც, საერთაშორისო დონეზე. იგივე ფანდი უნდათ ახლაც გამოიყენონ, რომ იქნებ, ამით მხარდამჭერები მოიზიდონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.