გია ვოლსკი - ჩემი ან კოლეგების უხერხულობა მიზერულია იმასთან შედარებით, რაც პარლამენტს შეექმნება, თუ საქმიანობას არ გააგრძელებს
გია ვოლსკი - ჩემი ან კოლეგების უხერხულობა მიზერულია იმასთან შედარებით, რაც პარლამენტს შეექმნება, თუ საქმიანობას არ გააგრძელებს

იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის განზრახვა, რომ ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის საქმიანობის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ქმედებები მიმართულია „სახელმწიფოს გაჩერებისკენ“.

„სერიოზული განზრახვა იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, რომ ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის საქმიანობის, რაც დანაშაულია. მით უმეტეს, ეს დანაშაული ემოციით არის გამოწვეული. ამავე დროს ორგანიზებულია საკმაოდ ტრადიციული ჯგუფის მიერ და მომართული სახელმწიფოს გაჩერებისკენ, რა თქმა უნდა, პოლიცია იმოქმედებდა. ჩემი ან ჩემი კოლეგების უხერხულობა მიზერულია იმ უხერხულობასთან შედარებით, რაც პარლამენტს შეექმნება თუ საქმიანობას არ გააგრძელებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა რევოლუციური სცენარის განვითარებაა.

„ვფიქრობ, მათი მთავარი ამოცანაა იმ რევოლუციური სცენარის განვითარება, რომელიც სააკაშვილმა შემოგვთავაზა ჯერ კიდევ 2014 წელს და დღეს ფიქრობენ, რომ ამისთვის საუკეთესო მომენტია. ვფიქრობ, კანონს არ უნდა გავცდეთ არც ისინი და არც ჩვენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.